ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად თურქეთმა ყველა პირობა უნდა შეასრულოს, ევროკავშირი დაწესებული კრიტერიუმების შერბილებას არ აპირებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თურქეთმა ყველა დარჩენილი პირობა უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ევროკომისიამ უახლოეს თვეებში მისი წინადადების მიღება შეძლოს“, - განაცხადა იუნკერმა.
მანამდე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მიგრანტების საკითხზე ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას აღარ შეუასრულებს, თუ თურქეთისთვის უვიზო რეჟიმი არ დაწესდება.