საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი არჩევნების დანიშვნისა და შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს არ გამორიცხავს.
როგორც ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას არ სურს საარჩევნო კანონმდებლობაში ამ კუთხით ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა დადგეს, ხოლო მოხდება თუ არა ცვლილებები, ამის თაობაზე კითხვა შეიძლება მას შემდეგ დაისვას, თუკი პრეზიდენტსა და და პრემიერს შორის შეთანხმება ვერ შედგება.
“ჯერჯერობით ასეთი ინიციატივა არსებობს. ჩვენი მთავარი ყურადღება და კონცენტრაცია არის იმ იმედზე, რომ საბოლოო შეთახმება მიღწეული იქნება ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში არსებობს. წინაასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალური ვადად სამი თვე, არსებობს ბელგიაში და სხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. სახელმწიფო უმაღლესი სტრუქტურების შეთახმება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ იყოს ზედმეტი ვალდებულებები საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, ამის რეგულაცია კანონით მოახდონოს, ამაზე იყოს ბჭობა და დაპირისპირებები. პოლიტიკურ სპეკულაციას განვითარების საშუალება არ უნდა მიეცეს - ეს დამოუკიდებულია პრეზიდენტზე. თუკი პრეზიდენტი სწორ ნაბიჯს გადადგამს, იქნება არამარტო პოლიტიკურად სწორი, არამედ მართებული ჩვენს საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვოლსკიმ.