ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი იმედოვნებს, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ზაფხულისთვის მიიღებენ.
ამის შესახებ ლინკევიჩუსმა რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოსა და უკრაინისთვის მარტივი არ იყო ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელიც ამ პროცესისთვის არის საჭირო. მათ ეს გააკეთეს. ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილების იმპლემენტაცია. ამის შესახებ ევროკავშირის ბევრმა წარმომადგენელმა ისაუბრა, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ პროცესი გამართულად ჩატარდება. ახლა სამუშაოს ჩვენი ნაწილი უნდა შევასრულოთ, ვიმედოვნებ, რომ ზაფხულისთვის მათთვის უვიზო რეჟიმი დაწესდება“, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.