2015 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამურად 4 727 934 ლარი დახარჯეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, გასული წლის განმავლობაში აღნიშნული კუთხით პარტიებს შორის ყველაზე მეტი დანახარჯი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რომელმაც შრომის ანაზღაურებაზე 1 559 608 ლარი გასწია. 45 000 ლარი აქვს დახარჯული „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს.
რაც შეეხება სხვა პარტიების მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 262 598 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 864 522 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 112 558 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 329 022 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 100 130 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ 344 100 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 162 036 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 499 476 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 409 334 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ – 100 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 950 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 20 600 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 500 ლარი, „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ – 8 150 ლარი, „დევნილთა პარტია“ – 9 250 ლარი.
რაც შეეხება 2015 წლის განმავლობაში მივლინებებზე გახარჯულ თანხებს, აღნიშნული კუთხით 30 524 ლარის ხარჯი ჰქონდა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, 25 305 ლარი დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 663 ლარი - „ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ“, 44 282 ლარი - „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“, 45 613 ლარი - „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 231 828 ლარი - „კონსერვატიულმა პარტიამ“, 75 880ლარი - „ეროვნულმა ფორუმმა“, 15 303 ლარი „რესპუბლიკურმა პარტიამ“, 72 966 ლარი - პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, 252 159 ლარი - „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 29 997 ლარი - „ევროპელმა დემოკრატებმა“ და 4 424 ლარი „თავისუფალმა საქართველომ“.
ჯამში პარტიების მიერ მივლინებაზე დახარჯულმა თანხმებმა გასული წლის განმავლობაში 828 944 ლარი შეადგინა.