ქაბულში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 327-მდე გაიზარდა, ვრცელდება ინფორმაცია 7 დაღუპულზე. სააგენტო AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ ქაბულის ცენტრში ინტენსიური სროლა მოხდა.

პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. თალიბების წარმომადგენელთა ინფორმაციით, “ბოევიკებმა” ავღანეთის უშიშროების ეროვნული სამმართველოს შენობაში შესვლა შეძლეს.

AFP იტყობინება, რომ ტერაქტი ქაბულის იმ რაიონში მოხდა, სადაც ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებების შენობებია განლაგებული.