ნატო-ს წევრობა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას - თავდასხმის შემთხვევაში ყველა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს

ნატო-ს წევრობა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას - თავდასხმის შემთხვევაში ყველა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს

ნატო-ს წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას მხოლოდ ერთი გზით - თავდასხმის შემთხვევაში ყველა სხვა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო ალიანსისთვის უნიკალური ქვეყანაა.

”საქართველოს წინსვლისთვის ნატო-ს მიმართულებით რეფორმები უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო გახლავთ უნიკალური შემთხვევა ნატო-ს ისტორიაში, ვინაიდან ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს უცნაური შემთხვევაა”, - განაცხადა ლაჰიუმ.

ნატო სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, ალიანსი პარტნიორთა შორის შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მხარში უდგას.

”ჩვენ ერთად გავივლით ინტეგრაციის გზას“, - აღნიშნა ლაჰიუმ.