თურქეთი ევროკავშირს საემიგრაციო შეთანხმების დარღვევით ემუქრება

თურქეთი ევროკავშირს საემიგრაციო შეთანხმების დარღვევით ემუქრება

თურქეთი ცალმხრივად შეწყვეტს ევროკავშირთან საემიგრაციო შეთანხმებას, თუ 1-ელ ივნისამდე ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ დააწესებს, - როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა.

დავუთოღლუს განმარტებით, თურქეთსა და ევროკავშირს შორის მარტში მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ორმხრივია და თუ ევროკავშირი არ გადადგავს შესაბამის ნაბიჯებს, არც თურქეთი განახორციელებს თავის მხრივ აღებულ ვალდებულბებს.

”ეს წარმოუდგენელია”, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ივნისამდე ევროკავშირი თურქეთთან უვიზო რეჟიმს დააწესებს.