ინტერპარტიული ჯგუფისა და “ქართული ოცნების” სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება

ინტერპარტიული ჯგუფისა და “ქართული ოცნების” სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება

ინტერპარტიული ჯგუფისა და “ქართული ოცნების” სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება ინტერპარტიული ჯგუფის წევრებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, ეს არის “ქართული ოცნებისა“ და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ფორმატის წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა.

„ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. ჩვენ გადავეცით ჩვენი წინადადებები. შემდეგ გავიდა დაახლოებით სამი კვირა, წინა კვირას პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მათ უნდა ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია. როგორც ჩანს, ჩამოაყალიბეს და დღეს გაიმართება სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.