ვლადიმერ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე ისაუბრეს

ვლადიმერ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე ისაუბრეს

ნადეჟდა სავჩენკოს საქმე და უკრაინაში გასამართლებული რუსეთის მოქალაქეების საკითხი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა გახდა.

როგორც პოროშენკოს ადმინისტრაცია იტყობინება, უკრაინამ მოუწოდა რუსეთს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მასთან ციხეში დონის როსტოვში უკრაინის გენერალური კონსულს დაუშვებენ.

თავის მხრივ, კრემლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საუბრის დროს მხარეებმა „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირებასა და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე რუსეთის მოქალაქეების ალექსანდროვისა და ეროფეევის ბედზე იმსჯელეს“.

18 აპრილს კიევის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქეები ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი ტერორისტულ საქმიანობაში დამნაშავედ ცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.