ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, დაშავებულია რვა ავღანელი სამხედრო.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. ინციდენტი ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.
როგორც სააგენტო AP იტყობინება, პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.