ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, სტიქიის დროს დაშავდა 2 000-ზე მეტი ადამიანი. 

დამანგრეველი მიწისძვრა ეკვადორში 16 აპრილს მოხდა. 7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა ეკვადორის ზღვისიპირა ზონა მნიშვნელოვნად დააზარალა, განადგურდა უამრავი შენობა.

სტიქიის შედეგებთან ბრძოლისთვის მობილიზებულია 14 ათასი სამხედრო და სამართალდამცველი, ეკვადორში ჩავიდნენ მაშველები სხვა ქვეყნებიდანაც.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, აღნიშნული სტიქიური უბედურება ყველაზე საშინელი ტრაგედიაა ეკვადორში ბოლო 70 წლის განმავლობაში.