ევროპარლამენტის 2 მძღოლს “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩნდა

ევროპარლამენტის 2 მძღოლს “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩნდა

ევროპარლამენტის 2 მძღოლს, რომლებიც კერძო კომპანიის მეშვეობით იყვნენ დაქირავებულები, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩნდა.

როგორც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euronews.ge წერს, დაკავებულთაგან ერთი მძღოლი სტრასბურგში, მეორე კი ბრიუსელში მუშაობდა. ორივე მათგანს ისლამისტური პროგანადისტული მასალების შემცველი დისკი აღმოუჩინეს.

”ორივე მძღოლი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან და მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება”, - წერს სააგენტო.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ევროპარლამენტს 65 კერძო ფირმების და 23 ინდივიდუალურად დაქირავებული მძღოლი ემსახურება.