”რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა

”რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა

”რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნული ”ინტერპრესნიუსს” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დაუდასტურა.

მისივე განმარტებით, ისინი ორგანიზებულად არ წასულან და უმეტესობა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია.

ამასთან, სამნიძის თქმით, სენაკში პარტიას საკმაოდ დიდი, ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაცია აქვს, სადაც 150-მდე წევრია.       

”ამ მომენტისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და არა დღეს, სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა, მაგრამ ეს არ არის პარტიის ორგანიზებული დატოვება რაიმე ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. კონკრეტული მიზეზი არ სახელდება, თუმცა, ამ 25 წევრიდან, უმრავლესობა საჯარო სამსახურში - გამგეობაში, თუ სოფლის რწმუნებულად მომუშავე ადამიანია. ისინი არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, არც იმას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს რაიმე ტიპის მითითება ჰქონდათ. ისინი უბრალოდ პირადი მოსაზრებების გამო მიდიან პარტიიდან”, - განმარტა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, პარტიიდან წევრების გასვლა და შემოსვლა ჩვეულებრივი პროცესია.

”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიიდან წასვლის პარალელურად ბოლო პერიოდში, მათ რიგებში ბევრი ადამიანი გაწევრიანდა.