თურქეთის სპეცრაზმმა ტერორისტების ლიდერები გაანადგურა

თურქეთის სპეცრაზმმა ტერორისტების ლიდერები გაანადგურა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში, სირიაში გადასვლის მცდელობისას, სამართალდამცავებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების ლიკვიდაცია მოახდინეს.

სააგენტო „Anadolu“-ს ცნობით, ლიკვიდირებულ ტერორისთა შორის ორგანიზაციის ლიდერებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ მადრანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ნუსაიბინში ბოლო რამდენიმე კვირაა ანტიტერორისტული სპეცოპერაციები მიმდინარეობს ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ.