თბილისის შემოვლითი რკინიგზის განახლებული დიზაინით მშენებლობას წელს ვიწყებთ

თბილისის შემოვლითი რკინიგზის განახლებული დიზაინით მშენებლობას წელს ვიწყებთ

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება დედაქალაქის მოდერნიზაციის გეგმის დასრულებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ბიუჯეტში გვიდევს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის განახლებული დიზაინით მშენებლობას წელს ვიწყებთ. თუმცა, როგორც იცით, ეს პროექტი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია დედაქალაქის გენერალური გეგმის დასრულებასთან, რომელიც ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ასე, რომ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.