შალვა თადუმაძემ სტუ-ს პროფესორებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

შალვა თადუმაძემ სტუ-ს პროფესორებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებიც შიმშილობის აქციას მართავენ, განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ჩართვის წინადადებით მიმართა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა საპარლამენტო მდივანთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და აკადემიური საბჭო, აგრეთვე გატარდეს უნივერსიტეტში რეფორმა და გაუმჯობესდეს სწავლის პირობები.

„ჩვენს მიერ შეთავაზებული იქნა, რომ ეს ადამიანები ჩაერთონ განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ისინი უარს აცხადებენ. მე ყველა მათ მოთხოვნას გავაცნობ პრემიერ-მინისტრს და გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

სტუ-ს რამდენიმე პროფესორი ერთი კვირაა, რაც რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვით შიმშილობის აქციას მართავს.