„ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება“

„ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართელო ერთერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების სტატუსს არათუ შეინარჩუნებს, არამედ გაცილებით უფრო გაიზრდება ამ კუთხით საქართველოსადმი ინტერესი.

ამის შესახებ პრემიერმა „მარიოტის“ ქსელის სასტუმრო „მოქსის“ მშენებლობის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილას ულამაზესი სასტუმრო აშენდება. ესაა „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ინიციატივა, რომ აქ აშენდეს „მარიოტის“ ბრენდის ახალი ქვებრენდის „მოქსის“ სასტუმრო, რომელიც გათვლილი იქნება სააშუალეო და დაბალფასიან სეგმენტზე. ვფიქრობ, რომ ეს თბილისს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ტურისტებისთვის. 25 მილიონ დოლარზე მეტი იქნება ინვესტირებული ახალ სასტუმროში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, სასიხაულოა, რომ სასტუმრო იქნება განთავსებული იმ უბანში, სადაც თბილისის მერიასთან ერთად ახალი პროექტი ხორციელდება, რომელსაც „ახალი ტფილისი“ ჰქვია და რომელიც ამ უმშვენიერესი უბნის მთლიან რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. ს

„ფაქტიურად გაჩნდება ახლი მწვანე სივრცეები, აღდგენილი იქნება მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე არსებული ბაღების ქსელი და ფეხით სასიარული სივრცე, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე ტურისტებისთვის. ვფიქრობ, რომ ასეთი ახალი სასტუმროს მშენებლობა ამ რაიონში კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შეძენს ამ რაიონს. გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და მეტ შემოსავალს მოუტანს ჩვენ თანამოქალაქეებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სასიხაურლოა, რომ „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ს უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან „ოპიკთან“ ერთად.

"„ოპიკის“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისათვის. ჩენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ინვესტორების ზრდის კუთხით და ვფიქრობთ, რომ საქართელო ერთერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების სტატუსს არათუ შეინარჩუნებს, არამედ იმედი მაქვს, რომ 2017 წლისთვის თბილისის ეს უბანი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი იქნება“, - განცხადა კვირიკაშვილმა.

„ჯი-ემ-თი ჯგუფი“ თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც რიგით მესამე სასტუმროს ააშენებს. ეს არის „მარიოტის“ ქსელის უახლესი ეკონომ სეგმენტის ბრანდი - „მოქსი“.

პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმრო „მოქსი“.