წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. აქედან გამომდინარე, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია.

„მე ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ვაგრძელებთ კონსულტაციებს. პრეზიდენტის განცხადება არ მინახავას. ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას მაისში აპირებს, მაშინ როცა პრემიერმა მას აღნიშნული აქტის 8 ივლისს გამოცემის თხოვნით მიმართა.