კახა შარტავა:   ბევრი დაპირება ალბათ კეთილი სურვილები იყო

კახა შარტავა: ბევრი დაპირება ალბათ კეთილი სურვილები იყო

 დაპირება ალბათ, თავის დროზეც კეთილი სურვილები იყო, - ამის შესახებ ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, ”ეროვნული ფორუმი” თავიდანვე თვლიდა, რომ მასშტაბური დაპირებების შეთავაზება არ იყო უპრიანი.

”მიუხედავად იმისა, რომ კოალიციამ ჩაანაცვლა წინა რეჟიმი, ის , რაზეც ეს რეჟიმი იდგა, მოკრიბა და ფაქტობრივად, მასზე დადგა! აქედან გამომდინარე, ინტერესტა ჯგუფები უფრო გამრავლდა, ზოგი ახალია, ზოგი ძველი ან შერეული, რამაც უსამართლობის გამოსწორებას ხელი შეუშალა. შეიძლებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თუმდაც იმ ხალხს დააკმაყოფილებდა, რომელთა ქონებაც სახელმწიფომ მიიტაცა და დღემდე მის საკუთრებაშია. ვფიქრობ, სისტემური ცვლილებებისათვის კოალიციური და გარდამავალი ხელისუფლება ნაკლებად ეფექტიანი იყო. თუმცა შეეძლო მოემზადებინა საფუძველი, რომელზეც შემდეგი ხელისუფლება გააგრძელებდა მუშაობას. აუცილებელია შიდასახელისუფლებო რგოლების ტრასფორმაცია, რესტუქტურიზაცია და ა.შ. ამ პროცესის გარეშე სამართლინობაზე ლაპარაკი ზედმეტია. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზირებული პოლიტიკური სივრციდან მრავალპარტიულ, უფრო დემოკრატიულ სივრცეზე გადაყვანა. ის თავად უნდ აგამხდარიყო მაგალითი იმისა, რომ დიდი ხნით „პოლიტიკურ მონსტრად“ არ უნდა შენარჩუნებულიყო. ვფიქრობ, ეს შესრულებულია. თუმცა ბევრი დაპირება კი, ალბათ, თავის დროზეც უფრო კეთილი სურვილი იყო. ჩვენ მაშინაც ვთვლიდით, რომ მასშტაბური დაპირებების შეთავაზება არ იყო უპრიანი,“ - აცხადებს კახა შარტავა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას.