გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31°-მდე მოიმატებს.
21-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 22 აპრილს იქნება +10, +15° გრადუსი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +21, +26 გრადუსამდე.