მმართველი გუნდის წევრი თამაზ მეჭიაური პარტია ”ქართულ ოცნებასა” და ”რესპუბლიკელებს” შორის არსებულ ურთიერთობას ერეკლე მეფესა და კოხტა ბელადს შორის დამოკიდებულებას ადარებს.
”ეს სიტუაცია მაგონებს შემდეგს - ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანარჩენი არ ვიცი”, - განუცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება შეკითხვას, დატოვებენ თუ არა ”რესპუბლიკელები” უმრავლესობას, მეჭიაურის თქმით, არ იცის და ვერ იტყვის, ”ცხენი ვის გადმოაგდებს”.