ობამას ადმინისტრაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში სამხედრო კამპანიის გაფართოებისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი გეგმავს სპეციალური ოპერაციის ძალების გაზრდას, რომლებიც სირიელ ამბოხებულებს რჩევებით და წვრთნებით დაეხმარება. ერაყში იგეგმება დამატებით სამხედრო ვერტმფრენების გაგზავნა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, სამხედრო კამპანიის გაფართოვებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ში უახლოეს დღეებში განაცხადებენ.