"აირექსის" ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდერ დარდელის განცხადებით, საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ, სტაბილური გარემოა.
ალექსანდრ დარდელის შეფასებით, საქართველოში, ასევე სტაბილური ვითარებაა ჟურნალისტებისაგან დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის საქმეშიც.
"ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში დარდელი, "აირექსის" ბოლო კვლევების შედეგებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც რეგიონში, "ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული, მეგატენდენციაა თვითცენზურა, რომელსაც ჟურნალისტები სპონსორების, მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საამებლად მიმართავენ".
"თვითცენზურას ვაწყდებით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი. კიდევ ერთი შემაშფეთებელი ტენდენციაა რუსული პროპაგანდის მომძლავრება. ჩვენ მედიაში არსებულ ვითარებას ხუთ კატეგორიაში ვზომავთ: სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტიკის ხარისხი, პლურალიზმი, მედიაში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა და ფინანსური გარემო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მხრივ სტაბილურად მდგრადი გარემოა, თუმცა ის ბუფერული შრე, რომელმაც მედია მთავრობის ზეწოლისგან უნდა დაიცვას, საკმაოდ მყიფეა. საქართველოში სტაბილური ვითარებაა ჟურნალისტებისაგან დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის საქმეშიც, თუმცა მთავრობის ზეწოლას, უპირატესობის მოპოვების მიზნით, ფინანსური კუთხით ჩარევის ჩათვლით ვხვდებით. საქართველოში საფრთხის ქვეშაა ჟურნალისტური და სარედაქციო პროფესიონალიზმიც",-განაცხადა დარდელმა.