ლატვიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

ლატვიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

ლატვიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. როგორც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euronews.ge წერს, მასშტაბურ მანევრებში Summer Shield XIII მონაწილეობას 6 სახელმწიფოდან 1300-ზე მეტი სამხედრო მიიღებს. აღნიშნული სწავლება 29 აპრილამდე გაგრძელდება.

”ლატვიის, ლიტვის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ფინეთისა და გერმანიის სამხედროები ბატალიონებისა და ბრიგადების დონეზე საბრძოლო ოპერაციების შემუშავების ხერხებს დაეუფლებიან”, - წერს euronews.ge.
სამხედრო სწავლებები სახელწოდებით Summer Shield ლატვიის ტერიტორიაზე 2004 წლიდან ტარდება.