ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 270-ს გადააჭარბა

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 270-ს გადააჭარბა

ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. 
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში 10 000 სამხედრო და 3500 პოლიციელია მობილიზებული. 

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს საღამოს მოხდა. ეკვადორში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სანაპირო ტერიტორიები ყველაზე ახლოს იყო ეპიცენტრთან, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. არსებობს ცუნამის საფრთხეც.