სტუდენტურმა მოძრაობამ "აუდიტორია 115" აქცია შეწყვიტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის ლიდერმა ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა, შეწყდა როგორც თსუ-ის მეექვსე კორპუსის, ასევე 115-ე აუდიტორიის პიკეტირება. "ჩვენ პრემიერ მინისტრის სიტყვის სიმტკიცის გვჯერა და იმედი გვაქვს,რომ მომავალ კვირას მასთან გაიმართება შეხვედრა, სადაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში გასატარებელ ცვლილებებს განვიხილავთ", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია სტუდენტურ თვითმმართველობებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება და უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურების არჩევის წესის შეცვლა. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მათ აქვთ ცვლილებების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმა, რომლის თაობაზეც მომავალ კვირას პრემიერ მინისტრთან ისაუბრებენ.