ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოისმენს იმ პრობლემებს და მოთხოვნებს, რასაც სტუდენტები აყენებენ და კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
კვირიკაშვილი ჯერ მე-6 კორპუსთან იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტებს აქვთ დაკავებული, შემდეგ კი პირველ კორპუსში გადავიდა. პრემიერი თსუ-ში დაცვის ორი თანამშრომლით და პრესსამსახურის გარეშე, მოულოდნელად მივიდა.