სოხუმში დეპუტატ ალმას ჯაპუას კუთვნილი ავტომობილის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც ადგილობრივი მედია, ე.წ. სოხუმის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, გუშინ, ჯაპუას კუთვნილი ავტომობილი აფეთქდა დაახლოებით ერთ წუთში მას შემდეგ, რაც ის მანქანიდან გადავიდა.
აფეთქების შედეგად ჯაპუას "Toyota Camri" მთლიანად დაიწვა, დაზიანდა ახლომდებარე ავტომობილები, ორმა ადამიანმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.
ე.წ. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ტერაქტი ალმას ჯაპუას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.