იაპონიაში ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა

იაპონიაში ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო ათასობით ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. როგორც „ბიბისი“ წერს, ბოლო დღეებში კუნძულ კიუშიუზე მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად კუნძული 240 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ათასობით ადამიანი დროებით თავშესაფარში იმყოფება, რადგან კიუშიუზე ძლიერი წვიმების გამო მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს.

მიმდინარე კვირის ხუთშაბათსა და შაბათს მომხდარ სტიქიას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი დაშავდა, 200 მძიმე მდგომარეობაშია, ათობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.