აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილმა მთელი ღამე უნივერსიტეტში გაატარა

აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილმა მთელი ღამე უნივერსიტეტში გაატარა

აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩა. ”აუდიტორია 115”-ის წევრ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, სტუდენტები რჩებიან როგორც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ასევე მეექვსე კორპუსში. მისივე თქმით, სტუდენტების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის უნივერსიტეტში მისვლა და სტუდენტებთან შეხვედრაა.

„ჩვენ ვრჩებით როგორც მე-6 კორპუსში, ასევე პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში. კვლავ დაკავებული გვაქვს მეექვსე კორპუსი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრის მოსვლა და მასთან შეხვედრა”, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, სტუდენტებს დღეს ერთადერთი აქტივობა აქვთ დაგეგმილი. კერძოდ, უნივერსიტეტის ეზოში, 18:00 საათზე, ალტერნატიული მუსიკის აქცია-კონცერტი გაიმართება.

სტუდენტების ნაწილი გუშინ დილიდან თსუ-ს მე-6 კორპუსთან შეიკრიბა. მათი განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და არ ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც ისინი აყენებენ. სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.