რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელიც კუნძულ ლესბოსზე დევნილთა ბანაკს სტუმრობდა, ვატიკანში 12 სირიელი მიგრანტი თან წაიყვანა. თვითმფრინავის ბორტზე რომის პაპი სამი სირიელის ოჯახთან ერთად ავიდა, რომელთა შორის 6 ბავშვი იყო, - იუწყება „ბი-ბი-სი“.
ვატიკანის ინფორმაციით, პაპს სურდა დევნილებისთვის ეჩვენებინა, რომ მათ ევროპა მიესალმება. ვატიკანი ამ სამ ოჯახს დახმარებას აღმოუჩენს და მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
საბერძნეთში რომის პაპის ვიზიტისას 200-მდე მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა, რომლებიც ევროპის ხელისუფლებისგან დევნილებისთვის საზღვრების გახსნასა და მათი დეპორტაციის შეჩერებას მოითხოვენ.