სტუდენტებმა კანცელარიიდან თსუ-ს მე-6 კორპუსთან გადაინაცვლეს

სტუდენტებმა კანცელარიიდან თსუ-ს მე-6 კორპუსთან გადაინაცვლეს

სტუდენტებმა სახელმწიფო კანცელარიიდან კვლავ თსუ-ს მე-6 კორპუსთან გადაინაცვლეს. სტუდენტების ნაწილი მე- 6 კორპუსის შიგნით იმყოფება და კორპუსის შესასვლელი კარი კვლავ ჩაკეტილია. კანცელარიიდან უნივერსიტეტთან დაბრუნებული სტუდენტების მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი თსუ-ს აუდიტორია 115-ში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისვლას ითხოვენ.