პრემიერმა არ ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა ამ 100 დღის განმავლობაში, მან ისაუბრა საკუთარ სურვილებზე, - ასე შეაფასა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ჟურნალისტებთან გამართული შეხვდა.
როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილს არ აქვს კონკრეტული გეგმა ეკონომიკური პრობლემების მოგვარების.
”მომწონს ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გაურბის პრობლემებს დაარქვას თავისი სახელი. აშკარად ჩანდა, რომ ადამიანს დანახული აქვს რა პრობლემების წინაშე დგას სახელმწიფო, საზოგადოება, მაგრამ მე არ მომწონს ის, რომ კვირიკაშვილს არ აქვს კონკრეტული გამოსავალი ამ პრობლემის მოგვარების. ვერ დავინახე ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელმაც უნდა მოაგვაროს ჩვენი საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემები. მე მომწონს ის, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს განწყობა, რომ იყოს უფრო მეტი შეთანხმებისკენს გადადგმული ნაბიჯები. მას აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შექმნას ასეთი ატმოსფერო. არ მომწონს ის, რომ მე დავინახე ზედმეტი დამოკიდებულება ყოფილი პრემიერის მიმართ და მისი დამოუკდიებლობის ხარისხი ამ ინტერვიუებიდან არ ჩანდა. მან არ ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა ამ 100 დღის განმავლობაში, მან ისაუბრა საკუთარ სურვილებზე”, - განაცხადა ალასანიამ.