აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს

”აუდიტორია 115”-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ისინი სკანდირებდნენ - „ავტონომია უნივერსიტეტს“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“ .

აქციის მონაწილეები მსვლელობისას შეჩერდნენ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობასთან, სადაც სკანდირებდნენ და მოითხოვდნენ განათლების ძირეულ რეფორმას. 

კანცელარიასთან პოლიცია არის მობილიზებული. 

”აუდიტორია 115”-ის წევრებმა აქცია დღეს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყეს, შემდეგ კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია: უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა. 

სტუდენტები ასევე მოითხოვენ თსუ-ს პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისტრის მისვლას. აქციის მონაწილეები აგრეთვე ითხოვენ ”ოდეერების” საქმის გამოძიებას.