5 თვე წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის

5 თვე წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის

5 თვე წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ზედმეტი ქარიშხლის ატეხვა ჭიქაში ნამდვილად არ ღირს.

”ჩვენ ნებისმიერ ფორმატზე მზად ვიქნებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვადა არის ძალიან ხელოვნურად გაწელილი. დღეს გავიარეთ ევროპული მაგალითები და ზოგადად, ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 5 თვე წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის. მსგავსი პრეცედენტი ევროპაში არ არსებობს. ვერ დამისახელებთ პრეცედენტს, რომელიც შეიძლება სამაგალითოდ იყოს აღებული. ყველაზე დიდი არის 3-თვიანი ვადა”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ამ თემაზე კომუნიკაციას ისევ გააგრძელებენ.

”რაზეც შეთანხმდებიან, ჩვენ იმას მოვერგებით. ჩვენ დავემორჩილებით არსებულ კანონმდებლობას”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.