აქციის მონაწილე სტუდენტები სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრნენ

აქციის მონაწილე სტუდენტები სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრნენ. მელიქიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ამჟამად ნაწილობრივ შეფერხებულია. ისინი აპირებენ თავიანთი მოთხოვნები სახელმწიფო კანცელარიასთან წამოაყენონ და აპროტესტებენ განათლების სამინისტროს მიერ მათი მოთხოვნების იგნორირებას.

მათ პლაკატებზე აქვთ წარწერა – "მოვითხოვთ განათლების სისტემის რეფორმირებას". სტუდენტები სკანდირებენ - "ავტონომია უნივერსიტეტს".