რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ძლიერმა ქარმა ნაძვის ტოტები მოტეხა

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ძლიერმა ქარმა ნაძვის ტოტები მოტეხა

თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობასთან ძლიერმა ქარმა ნაძვის ტოტები მოტეხა. შემთხვევის ადგილზე ჩამოწყვეტილია აგრეთვე ელექტროგადამცემი სადენები.

ადგილზე, სადაც ხის ტოტები დაეცა, ორი მსუბუქი ავტომანქანაა გაჩერებული, თუმცა მანქანები არ დაზიანებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.