პარლამენტში მოხვედრილმა ნებისმიერმა პარტიამ უნდა მონახოს ძალა და გარკვეულ თემებზე შეთანხმდნენ

პარლამენტში მოხვედრილმა ნებისმიერმა პარტიამ უნდა მონახოს ძალა და გარკვეულ თემებზე შეთანხმდნენ

პარლამენტში მოხვედრილმა ნებისმიერმა პარტიამ უნდა მონახოს ძალა და გარკვეულ თემებზე შეთანხმდნენ, თუ ეს საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელის თანახმადაც, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვერ იქნებიან ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც ”პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, წინასაარჩევნო თანამშრომლობა გამორიცხულია.

”სხვადასხვა პარტიებია სხვადასხვა ფასეულობებით, სხვადასხვა შეხედულებებით და გეგმებით. ჩემი აზრი რაც ვთქვი, ცოტა დამახინჯებულადაც იყოს წარმოდგენილი რამდენიმე ასპექტში და ვიმეორებ, რომ საზოგადოება, ვისაც მხარს დაუჭერს და ვინც იქნება პარლამენტში, მე პირადადაც თუ ვიქენი, მართებული იქნება, რომ პარტიებმა ერთამენეთში ითანამშრომლონ იმ საკითხებზე, რაზეც შეიძლება საერთო პოზიცია ჰქონდეთ და რაზეც საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პარლამენტში მოხვედრილმა ნებისმიერმა პარტიამ უნდა მონახოს ძალა და გარკვეულ თემებზე შეთანხმდნენ, თუ ეს საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.

კითხვაზე - რამდენი დეპუტატით აპირებს შესვლას პარლამენტში ”ქართული ოცნება”, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ბევრით.

”ზუსტ ციფრს რამდენით აპირებს შესვლას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ”ქართული ოცნება” მნიშვნელოვანი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი არის მათი გუნდის ლიდერი და ისინი ეთანხმებიან ყველა განცხადებას, რომელსაც პრემიერი გააკეთებს.