პრემიერ-მინისტრი მზად არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ,,ქართული ოცნების” ოფისთან განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დაწყება კარგი ვადაა, მართებულია საბიუჯეტო თვალსაზრისით და ორგანიზაციულად და საზოგადოებისთვისაც უკეთესი იქნება.
,,ამაზე გრძელდება კონსულტაციები. ვფიქრობ, კონსტრუქციულ რეჟიმში და იმედია, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ დაადასტურა, რომ იგი მზად არის გააგრძელოს ამ თემაზე კონსულტაციები და იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული", - განაცხადა ვოლსკიმ.