ლევან ლორთქიფანიძე - სანამ პრემიერი არ აიღებს პასუხისმგებლობას განათლების რეფორმაზე, მე-6 კორპუსის შესასვლელი კარი ჩაკეტილი იქნება

ლევან ლორთქიფანიძე - სანამ პრემიერი არ აიღებს პასუხისმგებლობას განათლების რეფორმაზე, მე-6 კორპუსის შესასვლელი კარი ჩაკეტილი იქნება

სანამ პრემიერ-მინისტრი არ აიღებს პასუხისმგებლობას განათლების ფუმდამენტურ რეფორმაზე, თსუ-ს მე-6 კორპუსის შესასვლელი კარი ჩაკეტილი იქნება, - განაცხადა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

„ჩვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებით პრემიერს მოვუწოდებთ, რომ ”115-ე აუდიტორიაში მოვიდეს. აუდიტორია შეუძლიათ შეამოწმონ კინოლოგებმა, პოლიციისა და დაცვის თანამშრომლებმა. პრემიერ-მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ განხორციელდება განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ამის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ მე-6 კორპუსს, რადგან ამ კორპუსში ყოფნა არავის არ სიამოვნებს, მისი ცუდი მდგომარეობის გამო “, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ. 

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მომავალში შეიცვალოს, რადგან ყველა გადაწყვეტილებას საერთო კრება იღებს.

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის კარგი შიგნიდან არის ორი ფიცრით აჭედილი და კარზე მერხები არის მიწყობილი.