აშშ და მისი მოკავშირეები რეგულარულად არღვევენ „ღია ცის ხელშეკრულებას“, - ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, აშშ-მა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას რუსეთთან მიმართებაში, რაც მრავალმხრივი დოკუმენტის შერჩევითი განხორციელების პრეცენდენტს ქმნის.
საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2012 წელს მიიღო.