”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები თსუ-ს წინ აქციას გამართავენ

”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები თსუ-ს წინ აქციას გამართავენ

”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ აქციის გამართვას გეგმავენ. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელმა ლევან ჭოველიძემ განუცხადა, ისინი ახლა თსუ-ს მე-6 კორპუსში იმყოფებიან და მის დატოვებას არ აპირებენ. 

მისივე თქმით, ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნები უცვლელია და ისინი განათლების ძირეულ რეფორმას მოითხოვენ. 

ჭოველიძის თქმით, აქცია, დღეს 14:00 საათზეა დაგეგმილი.