პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამორიცხავს, რომ ”ხვალ ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზოს”. ”არ გაგცემთ პასუხს ამ შეკითხვაზე, რადგან პირდაპირ გეუბნებით, ასეთი შემოთავაზება გამორიცხულია. მე ამის წინაპირობას ვერ ვხედავ”, - განაცხადა პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რითაც უპასუხა შეკითხვას,
როგორი პასუხი ექნება, ივანიშვილმა რომ ხვალ გადადგომა შესთავაზოს.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, არსად წასვლას არ აპირებს.
”მე არ ვიცი, რა საუბარი ჰქონდა ივანიშვილთან ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება და ეს არის ჩემთვის პატივსაცემია.
რაც შემეხება მე, არ ვაპირებ არსად წასვლას. გამაჩნია ძალიან ჯანსაღი ამბიცია. ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე გრძნობს გარკვეულ ძალას, რომ შეუძლია პოზიტიური გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის. მე ვარ დღეს იმ ასაკის, როცა გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, როგორც განათლების, ასევე სამუშაო კუთხით, მაქვს მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგის მიცემა განვითარების კუთხით. მე მჯერა ამის. მე მჯერა, რომ ჩვენ შევკრებთ გუნდს და არსებულ თანაგუნდელებთან ერთად მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაინახავს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.