გიორგი კვირიკაშვილი:   არ ვაპირებ ”რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას

გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ ”რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ აპირებს ”რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას. შესაბამისი კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

”რაც შეეხება რესპუბლიკელი” მინისტრების ყოფნას მთავრობაში - არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები: ეს არის ერთთვიანი ვადა. თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ პერიოდისთვის სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა და არ მგონია ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება იყოს მიზანშეწონილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.