არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი, ალბათ, აღარ შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი იქნა განსაზღვრული
შემდეგი არჩევნების თარიღად , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
”მე 2 დღის წინ გავაკეთე განცხადება და აღვნიშნე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა, იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში არაფერი არანორმალური არ არის.
”მემგონი ხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ მოტივირებული შენიშვნებით უკან გადაგზავნა ამ აქტის, რათა ქვეყანა არ ჩართულიყო 6 თვიან საარჩევნო პროცესში და დაზოგილიყო გარკვეული თანხები”, -განაცხადა პრემიერმა.