პრემიერმა მედიას მთავრობის ოთპუნქტიანი რეფორმის გეგმა გააცნო

პრემიერმა მედიას მთავრობის ოთპუნქტიანი რეფორმის გეგმა გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ოთპუნქტიანი რეფორმის გეგმა გააცნო. პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს რეფორმათა გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რომელიც სწრაფ განვითარებას მოიტანს.

”ჩვენ შევიმუშავეთ ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით გარღვევას, როგორიც არის განათლების სისტემა. ჩვენ ვგულისხმობთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების ჩამოყალიბებას. ასევე, კერძო სექტორთან ერთად პროფესიული განათლების სრულიად ახალი სისტემის შექმნას, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება დასაქმებულთა რაოდენობაზე და ახალგაზრდების სამომავლო პერესპექტივაზე. ასევე, ეს გახლავთ ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რაც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას, საბაჟო ადმინისტრირებაში ფუნდამენტურ, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებს და ასევე დამწყები ბიზნესის ფონდის შექმნას ტექნოპარკში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. აქ გაიხსნება პირველი სტარტაპ დაფინანსების ფონდი, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, ინოვაციურად მოაზროვნე მეწარმეებს, განახორციელონ თავისი იდეები და პონტენციალი გამოავლინონ. რათა ახალგაზრდებმა არ იფიქრონ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებული ადამიანები, ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მეწარმეების პროცენტული რაოდენობა გაიზარდოს.

მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკი ეს არის ინფრასტრუქტურა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ორჯერ და მეტად გავზარდოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სიჩქარე. ამისათვის ჩვენ დაქირავებული გვყავს საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც ქმნიან საინვესტიციო პაკეტს, რათა ჩვენ მომავალი წლიდან ჩავრთოთ ერთდროულად ბევრი სამშენებლო პროექტი.

მეოთხე კი არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეს არის ერთიანი მომსახურეობის ფრონტის შექმნა მთელი მთავრობისთვის, რაც გულისხმობს, რომ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე იურიდიულ პირებს ერთი ფანჯირის პრინციპით გაეწიოთ მომსახურება. თუკი დღეს სხვადასხვა იურიდიულ წარმომადგენლებს უწევთ ხეტიალი სხვადასხვა დერეფნებში, სხვადასხვა სამინისტროებში ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად, ამ რეფორმის შედეგად ერთი ფანჯრის პრინციპით მათ შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ მომსახურეობა. ეს გამოიწვევს მნიშვნელოვან ომპტიმიზაციას სამინისტროებში, ასევე ადმიანებს მოუწევთ ეფექტური მუშაობა. გაიზრდება ჩართულობა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე ბიზნეს წრეების მხრიდან”, - განაცხადა პრემიერმა.