აშშ-ის საელჩო იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე რეაგირების შესახებ, განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე რეაგირების შესახებ, განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო ქართველის სამართალდამცველების რეაგირებით კმაყოფილია და მათ მადლობას უხდის.

"აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე, მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ, აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, აშშ-ის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის ავტორ, სულხან წულაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სულხან წულაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით არის აყვანილი, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.