"ქართველ სომეხთა კავშირი" ორდღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას ახორციელებს

16-17 აპრილს, "ქართველ სომეხთა კავშირი" ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში ორდღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა, "ჩვენი თბილისის" ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოხდება ეთნიკურად სომეხი ეროვნების ახალგაზრდების თბილისში ექსკურსიაზე ჩამოყვანა და მათი ადგილობრივ ოჯახებში განთავსება.

თბილისში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები მოინახულებენ: თბილისის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, გაეცნობიან მის ისტორიას. ასევე, შეხვდებიან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არმენაკ ბაიანდურიანს და დასის წევრებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ფოტოსესია.

თბილისის, ეჩმიაძინი-ს და სურბ გევორქი-ს სახელობის სომხურ ეკლესიებს, ასევე `წმინდა სამებ~-ის სახელობის საკათედრო ტაძარს, ნარიყალას და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას;

ქართველი და სომეხი ეროვნების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებს (მთაწმინდა, დიდუბე და ხოჯევანქი);

საქართველოს პარლამენტს და იუსტიციის სახლს, თბილისის მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღს და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.