"ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მოვიდა კადრებით"

ფქრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სერგო რატიანის განცხადებით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გამოქვეყნება დაიწყო.

რატიანის თქმით, რადგანაც "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება მთავრდება, სწორედ შანტაჟით ცდილობს ივანიშვილი პოლიტიკოსების დაჭერას.

მისი თმით, ბიძინა ივანიშვილის ენა არის ტერორის ენა, რაც რუსულ ოლიგარქიას ახასითებს.

"როცა ვსაუბრობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, ჩვენ არა მის პიროვნულებას ვეხებოდით, არამედ, სოციალურ წრეს. ამ ენით საუბრობს რუსი ოლიგარქი, სხვა ენა მან არ იცის. ეს არ არის ბილ გეიტსი, რომ ნიჭით ეშოვა ფული. ეს არის მორალური ტერორის ენა და ჩვენ დაგვაბრუნეს რუსულ 90-იანებში, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ხდებოდა დატერორება. ეს არის რუსული ოლიგარქიის ენა - ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მოვიდა კადრებით",- განაცხადა რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.