ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს

ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აპრილს, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა იქნება +21 , + 26° გრადუსი.

16 აპრილს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +13, +18° - მდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.

უამინდობა შენარჩუნდება 17 აპრილს ღამის საათებშიც, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი. 17 აპრილს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.

18 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.